კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ახალი ამბები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა

2021-12-15

კვსუ-ის მედიცინისა და სტომატოლოგიის ინგლისურენოვან პროგრამებს აკრედიტაცია მიენიჭა

უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის 15 დეკემბერს, შ.პ.ს „კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის” მედიცინისა და სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამებს აკრედიტაცია მიენიჭა. აკრედიტაციის პროცესი წარიმართა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კოორდინაციით.

აღსანიშნავია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ აღიარებული სააგენტოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცენტრის მიერ როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ მოქმედი მედიცინის პროგრამებისთვის მინიჭებული აკრედიტაცია მთელ მსოფლიოში იქნება აღიარებული.

© 2021 KWIU