კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ასოცირებული პროფესორი ანა ტრაპაიძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ასოცირებული პროფესორი ნინო შიუკაშვილი დაესწრნენ Erasmus + CBHE პროექტის ფარგლებში გამართულ კონფერენციას „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ (SQUARE).
კვსუ-ს პერსონალმა წარადგინა ზეპირი მოხსენება „საზოგადოებისთვის მსახურება „შიგნიდან გარეთ" - მომავალი ექიმების, როგორც მდგრადი განვითარების ელჩების ჩამოყალიბება“.
საზოგადოებისთვის მომსახურება კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, ამ მიმართულებით აქტიურად ხდება ცნობიერების ამაღლება სტუდენტებს შორის სხვადასხვა აქტივობების საშუალებით.