კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ახალი ამბები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა

2024-03-28

თეთრი ხალათების ცერემონია 2024

28 მარტს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა რიგით მეორე თეთრი ხალათების ცერემონიას უმასპინძლა.
ამ დღეს კვსუ-ის პირველკურსელი სტუდენტები შეიმოსნენ უნივერსიტეტის ემბლემიანი თეთრი ხალათებით, რაც სიმბოლურად წარმოადგენს მედიცინის სფეროში მათ შესვლას და პროფესიონალიზმის, თანაგრძნობისა და პაციენტის ეთიკური მოვლისადმი ერთგულებას.
საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ ღონისძიების მასპინძლები და მიწვეული საპატიო სტუმრები, მათ შორის საქართველოში აშშ-ის საელჩოს მისიის უფროსის მოადგილე ალან პერსელი; ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი, პროფესორი არჩილ უნდილაშვილი; ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ასისტენტ-დეკანი, პროფესორი გორდონ ჩერჩვორდი; ემორის უნივერსიტეტის კარდიოლოგიის პროფესორი ჯოელ ფელნერი; აშშ-ის კონგრესის მიერ მართული სამედიცინო კვლევებისს პროგრამების დირექტორის მოადგილე, პოლკოვნიკი მარკ ჰარტელი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ლაშა მარგიშვილი; კვსუ-ის რექტორი, პროფესორი ეკა ეკალაძე.
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, NBA-ს ყოფილმა კალათბურთელმა და გამორჩეულმა სპიკერმა ზაზა ფაჩულიამ კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალ სტუდენტებს ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა და სპეციალური განცხადება გააკეთა: უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, პოლკოვნიკ მარკ ჰარტელს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. სიმბოლური სერთიფიკატი აუდიტორიის წინაშე პოლკოვნიკს პროფესორმა არჩილ უნდილაშვილმა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ეკა ეკალაძესთან ერთად გადასცა.
პირველკურსელებს უფროსმა სტუდენტმა, აბდულ აზიზ ჰალიელულამ სამოტივაციო სიტყვით მიმართა და გაუზიარა პირადი შეხედულებები სამედიცინო განათლების საკუთარი მოგზაურობიდან.
ღონისძიების დასასრულს, უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ეკა ეკალაძესთან ერთად, სტუდენტებმა საზეიმოდ წაიკითხეს ფიცი, რომელიც აღნიშნავს სტუდენტების მოგზაურობის დასაწყისს სამედიცინო პროფესიაში, შეახსენებს მათ ექიმის როლის მნიშვნელობას და იმ პრინციპებს, რომლებსაც ისინი უნდა იცავდნენ როგორც მომავალი ჯანდაცვის პროფესიონალები.
თეთრი ხალათების ცერემონია კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადასტურებს დაწესებულების ურყევ ერთგულებას, აღზარდოს ჰუმანური და გამოცდილი ჯანდაცვის პროფესიონალები, რომლებიც პოზიტიურ გავლენას მოახდენენ მსოფლიოს საზოგადოებაზე.

© 2021 KWIU