კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ახალი ამბები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა

2024-10-08

მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანის შესარჩევი კონკურსი

მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის საბჭო აცხადებს კონკურსს.
კონკურსის ფარგლებში ფაკულტეტის საბჭოს მიერ კანდიდატი შეირჩევა და გამოვლინდება 2024 წლის 8 ნოემბერს.
დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობის განაცხადი და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ 2024 წლის 1-ელ ნოემბრამდე.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
• დოქტორის აკადემიური ხარისხი;
• უნივერსიტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი;;
• ხელმძღვანელობით ან/და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
• მენეჯმენტის უნარები (გუნდის მართვა, ანალიტიკური აზროვნება, სტრატეგიული ხედვა, ეფექტური კომუნიკაცია).
• თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარები.
• ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე.
ფაკლტეტის საბჭო დეკანის შერჩევისას ეყრდნობა კანდიდატის მიერ წარდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტაციას და კანდიდატთან გასაუბრების ფარგლებში მიღებულ ინფორმაციას ფაკულტეტის განვითარებასა და მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხედვაზე.

© 2021 KWIU