კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

მისია:


უმაღლესი განათლების საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით, უზრუნველყოს მაღალი ხარისხის განათლება და კვლევითი საქმიანობა ჯანდაცვის სფეროში, ხელი შეუწყოს სტუდენტების კონკურენტუნარიან პროფესიონალებად ჩამოყალიბებას, რომელთაც უწყვეტი განათლების პრინციპებისა და მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლების იდეის გაზიარებით შეეძლებათ საზოგადოების სამსახურში ყოფნა ადამიანის ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვის, ეთიკურ-ზნეობრივი პრინციპების დაცვისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების აღიარების გზით.

ხედვა:


კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხედვაა, 2027 წელს წარმოადგენდეს საერთაშორისოდ აღიარებულ, ადგილობრივ და საერთაშორისო სივრცეში კონკურენტუნარიანი და საიმედო პარტნიორის რეპუტაციის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ჯანდაცვის სფეროსა და უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში, რომელიც მუდმივი განვითარება-სრულყოფის გზით ორიენტირებული იქნება საერთაშორისო მოთხოვნებთან ჰარმონიზებული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაზე; კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობაზე; საგანმანათლებლო, კვლევითი და ადმინისტრაციული პროცესების ინტერნაციონალიზაციასა და სტუდენტზე ორიენტირებული გარემოს განვითარებაზე სამეცნიერო, კულტურული, შემოქმედებითი და შემეცნებითი განვითარების გზით.


ღირებულებები:


  • სტუდენტების პერსონალური და ინტელექტუალური განვითარება
  • ცოდნის ძიება
  • აკადემიური, პროფესიული და კვლევითი თანამშრომლობის ინტერნაციონალიზაცია
  • ინკლუზიურობა და სამართლიანობა
  • მრავალფეროვნება და საგანმანათლებლო შესაძლებლობები
  • აკადემიური თავისუფლება
  • ეთიკური პრინციპების დაცვა
  • სოციალური პასუხისმგებლობა
  • პასუხისმგებლიანი მართვა


© 2021 KWIU