კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები

მედიცინის პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების მქონე პირი, რომელმაც ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და ფლობს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტს. ასევე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობები მოიცავს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებულ შედეგებს, უნივერსიტეტის მიერ დადგენილი კოეფიციენტებისა და საგნობრივი მინიმალური ბარიერის გათვალისწინებით. საქართველოს მოქალაქეებისათვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბარიერი ინგლისურ ენაში 85%–ია, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ბიოლოგიაში, ქიმიაში, ფიზიკასა და მათემატიკაში - 70%.

ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე პროგრამაზე სწავლის უფლება განისაზღვრება „უმაღლესი განათლების შესახებ კანონით“ - მუხლი 52. პუნქტი 3. კერძოდ:

აბიტურიენტების და სტუდენტების მობილობის ხელშეწყობის მიზნით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე რეგულირდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში. ეროვნული გამოცდის გარეშე ჩარიცხვა დასაშვებია შემდეგი პირებისათვის:

ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;

ბ) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;

გ) პირებისათვის, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

სწავლების საფასური: 7000 აშშ დოლარი

საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა დასაშვებია სწავლების ერთი აკადემიური წლის დასრულების შემდეგ. მობილობა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის აქტით დამტკიცებული სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით.

სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობები

სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების მქონე პირი, რომელმაც ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და ფლობს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტს. ასევე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობები მოიცავს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებულ შედეგებს, უნივერსიტეტის მიერ დადგენილი კოეფიციენტებისა და საგნობრივი მინიმალური ბარიერის გათვალისწინებით. საქართველოს მოქალაქეებისათვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბარიერი ინგლისურ ენაში 80%–ია, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ბიოლოგიაში, ქიმიაში, ფიზიკასა და მათემატიკაში - 70%.

© 2021 KWIU