უნივერსიტეტში სამედიცინო განათლების ხელშეწყობისა და მეცნიერების განვითარების მიზნით, იქმნება სამედიცინო განათლებისა და მეცნიერების განვითარების სამსახური. სამსახურის ფუნქციებში შედის:
- უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი პრიორიტეტების განსაზღვრაში მონაწილეობა;
- ხარისხზე და შედეგზე ორიენტირებული კვლევების განხორციელების ხელშეწყობა;
- კვლევითი და სასწავლო პროცესის ინტეგრაციის ხელშეწყობა;
- შესაბამისი კონტაქტების დამყარების ხელშეწყობა სამეცნიერო კვლევების განვითარებისა და განხორციელების მიზნით;
- აკადემიური პერსონალის ინფორმირება ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევითი ფონდებისა და საგრანტო პროექტების შესახებ; საკონკურსო პირობების გაცნობა და ტრენინგების ორგანიზება საგრანტო განაცხადების შესავსებად;
- კვლევითი ტიპის საგრანტო კონკურსებში მონაწილეობისათვის კონსულტაციების გაწევა აკადემიური პერსონალისათვის;
- დახმარება პროფესიული კონტაქტებისა და კვლევითი ჯგუფების შექმნაში; კვლევითი პროექტების ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
- შიდასაუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსის ორგანიზება, ადმინისტრირება და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგი.
- ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შესახებ, ასევე განხორციელებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტების რეგისტრაცია და შედეგების ანალიზი;
- უნივერსიტეტში მიმდინარე და განხორციელებული კვლევების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება.
- სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ექსპერტული შეფასების სისტემის ჩამოყალიბება და ხელშეწყობა;
- უნივერსიტეტში ანტიპლაგიატის კულტურის დანერგვის კოორდინირება, უნივერსიტეტში პლაგიატის პრევენციის მექანიზმების განხორციელებაზე ზრუნვა და ანტიპლაგიატის ელექტრონული სისტემის ადმინისტრირების/ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
- სტუდენტების სამეცნიერო-კვლევითი უნარების განვითარების მხარდაჭერა და მათი დაინტერესება კვლევით პროექტებში ჩასართავად;
- სამედიცინო განათლების სფეროში ტრენინგების ორგანიზება;
- სამედიცინო განათლების სფეროში კონფერენციების ორგანიზება;
- სამედიცინო განათლების ხელშეწყობა და პერსონალის პროფესიული გადამზადების ორგანიზება.
სამედიცინო განათლებისა და მეცნიერების განვითარების სამსახურს ხელმძღვანელობს ამავე სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორის წინაშე და წარუდგენს მას სამსახურის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს. სამსახურის მიერ ფუნქციების ჯეროვნად განხორციელების მიზნით სამსახურში დასაქმებულია სამედიცინო განათლებისა და მეცნიერების განვითარების სპეციალისტი.