კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ახალი ამბები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა

2025-03-07

ორდღიანი გადაუდებელი დახმარების ვორქშოპი სკოლის მოსწავლეებისთვის

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში გვჯერა, რომ პირველადი აგდაუდებელი დახმარების ტექნიკის შესწავლა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
სტუდენტური სერვისებისა და მხარდაჭერის სამსახურის ორგანიზებით, დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარის“ მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები ორდღიან ინტერნაქციულ გადაუდებელი დახმარების ვორქშოპშიჩაერთნენ. კვსუ-ის მოწვეული ლექტორების ხელმძღვანელობითა და მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტების პრაქტიკული დახმარებით, მოსწავლეებმა მიიღეს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება გადაუდებელ სიტუაციებში სწორი რეაგირების შესახებ.
ვორქშოპის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს: გულ-ფილტვის რეანიმაციის (CPR) ჩატარება, სისხლდენის შეჩერება; როგორ აღმოუჩინონ პირველადი დახმარება ცხოველის ნაკბენის შემთხვევაში ან საკვების გადაცდენის დროს, ჭრილობების დამუშავება და სხვა გადაუდებელი დახმარების ტექნიკები.
ინტერაქციულმა ფორმატმა მათ შესაძლებლობა მისცა, აქტიურად ჩართულიყვნენ პრაქტიკულ ნაწილში და სპეციალური სამედიცინო სასწავლო მანეკენების დახმარებით შეესწავლათ პირველადი დახმარების ტექნიკები. ვორქშოპი გულის ჯანმრთელობის მსოფლიო თვის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავდა მოსწავლეებში თავდაჯერებულობის, პასუხისმგებლობისა და მზადყოფნის გაძლიერებას. ორდღიანი ტრენინგის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს გადაეცა სიმბოლური სერტიფიკატი.

© 2021 KWIU