კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში წარმატებით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა შრომის უსაფრთხოებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე.
შეხვედრას იურიდიული კომპანია „პარტნიორის“ იურისტები, პეტრე ექსეულიძე და ჯაბა ზერეკიძე უძღვებოდნენ. დამსწრეებს დეტალურად მიეწოდათ ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი რეგულაციებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესახებ.
უნივერსიტეტი, როგორც პერსონალურ მონაცემთა შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი, სრულად იზიარებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რაც უზრუნველყოფს უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტების პერსონალურ მონაცემთა სრულ დაცვას.