„კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ჩატარდა მორიგი სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით ,,პროფესიონალიზმი დიპლომამდელ სამედიცინო განათლებაში". შეხვედრა სამედიცინო განათლებისა და კვლევის განვითარების დეპარტამენტის მიერ დაიგეგმა და უძღვებოდა ემორის უნივერსიტეტის ასისტენტ-დეკანი, პროფესორი გორდონ ჩერჩვორდი.
,,პროფესიონალიზმი ექიმის უმნიშვნელოვანესი კომპეტენციაა და მისი სწავლება პირველივე დღიდან უნდა ხდებოდეს უნივერსიტეტში" - პროფესორი გორდონ ჩერჩვორდი.
შეხვედრა ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა: რა არის პროფესიონალიზმი, როგორ ვასწავლოთ, როგორ შევაფასოთ, რა ინსტრუმენტები სჭირდება მასწავლებელს - ამ და სხვა ასეთ საკითხებზე მსჯელობა და ემორის უნივერსიტეტის გამოცდილების გაზიარება ძალზე საინტერესო აღმოჩნდა დამსწრე საზოგადოებისათვის.