კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ახალი ამბები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა

2022-04-01

ციფრული ტრანსფორმაცია - სამუშაო შეხვედრა „კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციული პერსონალისთვის

„კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტს ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს. ამ მიმართულების გაფართოებისა და განვითარებისათვის 29 მარტს სტრატეგიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა სალომე ძიძიგურმა ადმინისტრაციული რგოლის წარმომადგენლებთან ჩაატარა სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა ინსტიტუციის ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას, უნივერსიტეტის შიგნით ჩასატარებელ სამუშაოს და მოსალოდნელ შედეგებს კვსუ-ის სტრატეგიულ გეგმასთან კავშირში.

საინტერესო მსჯელობა გაიმართა შემდეგ საკითხებზე:

• ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობა და თანამედროვე გლობალური გამოწვევები;

• თანამედროვე ტექნოლოგიები/ინსტრუმენტები და მათი გამოყენების სფეროები;

• ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობა მონაცემთა ანალიზში;

• ციფრული ტრანსფორმაციის მოსალოდნელი შედეგები;

• ჩვენი მიზნები და პირველადი ამოცანები: სად ვართ, საიდან ვიწყებთ და რა არის ტრანსფორმაციის ჩვენეული მიზანი?

შეხვედრაზე განიხილეს გაზიარების კულტურისა და სისტემური მიდგომების მნიშვნელობა ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში.

ციფრული ტრანსფორმაცია მსოფლიოს უნივერისტეტების გამოწვევას წარმოადგენს, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ტრენინგებს ამ მიმართულებით „კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ სერიული სახე ექნება.

© 2021 KWIU