კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ახალი ამბები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა

2022-06-24

“სწავლადი ორგანიზაცია და სისტემური მიდგომები”

ციფრული ტრანსფორმაცია „კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, მორიგი შეხვედრა გაიმართა ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან სახელწოდებით “სწავლადი ორგანიზაცია და სისტემური მიდგომები”. შეხვედრას უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი სალომე ძიძიგური უძღვებოდა, სადაც განიხილეს სწავლადი ორგანიზაციის მნიშვნელობა და ძირითადი პრინციპები: რა მნიშვნელობა აქვს გუნდურ სწავლებასა და პიროვნულ დაოსტატებას ორგანიზაციის წარმატებულ საქმიანობაში; როგორ მოქმედებს მენტალური ჩარჩოები ჩვენს გადაწყვეტილებებზე და როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ სისტემური მიდგომები ორგანიზაციის საქმიანობის მაქსიმალური ეფექტურობისთვის.

შეხვედრისას ჩატარებული პრაქტიკული სამუშაოების მეშვეობით მონაწილეებს საშუალება მიეცათ, დაენახათ მიღებული ცოდნის და გამოცდილების ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენების შესაძლებლობები.

© 2021 KWIU