კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ახალი ამბები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა

2022-06-28

ტრენინგი - "გუნდური მუშაობა, მიზნები, დროის მართვა და კომუნიკაცია"

„კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ ადმინისტრაციული, აკადემიური და მოწვეული პერსონალის პროფესიული და პერსონალური განვითარების ხელშეწყობის მიზნით 20 მაისს ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით "გუნდური მუშაობა, მიზნები, დროის მართვა და კომუნიკაცია". ტრენინგს უძღვებოდა მართვის აკადემიის თავმჯდომარე და ტრენერი ქეთი ტყავაძე. შეხვედრისას განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა გუნდური მუშაობა, დროის მართვა, მიზნების დასახვა, კომუნიკაციის ინსტრუმენტები და ა.შ. შეხვედრისას მონაწილეებს საშუალება მიეცათ, პრაქტიკულად განეხორციელებინათ აქტივობები და შეეფასებინათ ამა თუ იმ მეთოდით მიღებული შედეგი.

სამუშაო შეხვედრისას განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია დროის მართვის და მიზნების დასახვის სტრატეგიებმა, რომელიც ინტენსიური მსჯელობის ფორმატში გაგრძელდა.

ტრენინგის დასასრულს, მონაწილეებმა შეაჯამეს შეხვედრა და დაგეგმეს მიღებული ცოდნის და უნარების პრაქტიკაში გამოყენებისთვის აუცილებელი შემდგომი ნაბიჯები.

© 2021 KWIU