მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა „კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში” ამერიკელი და ქართველი კოლეგების მონაწილეობით სასწავლო კურსის „პაციენტი, ექიმი და საზოგადოება“ ფარგლებში.
სამუშაო შეხვედრის მთავარი თემა - სტუდენტების მომზადება კლინიკური სწავლებისათვის პროფესიონალიზმის კუთხით - შეირჩა ზემოაღნიშნული კურსის განმახორციელებელი პერსონალის მიერ. შეხვედრას უძღვებოდა აშშ-ში მოღვაწე ექიმი რაია ჩიორნი, რომელიც, ამავე დროს, „კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის” მოწვეული პროფესორია.
ერთი მხრივ, მონაწილეთა გამოცდილება, მეორე მხრივ კი მათი მოტივაცია პროფესიონალიზმის მიმართულებით მუშაობის გაძლიერებისაკენ, მნიშნელოვნად წაადგება სამედიცინო სკოლის მთავარი ფუნქციის შესრულებას - სტუდენტის ექიმად ჩამოყალიბებას.
მნიშვნელოვანია, რომ ქალბატონ რაია ჩიორნის საქართველოში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და ის ფაქტორი, რომ იგი კარგად იცნობს ჩვენი ქვეყნის სამედიცინო განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებს, განაპირობებს უფრო ქმედითი რეკომენდაციებისა და გეგმების შემუშავებას.
კვსუ მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრების გამართვას საერთაშორისო კოლეგების მონაწილოებით უნივერსიტეტის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად მიიჩნევს.