კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ახალი ამბები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა

2022-10-04

კენ ვოკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ინდოეთს ეწვივნენ

პროფესორი არჩილ უნდილაშვილი, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი Vsource Company-ის საქართველოს წარმომადგენლობის გენერალურ მენეჯერთან, გიორგი მიქაძესთან ერთად ჰაიდერაბადს ეწვია „კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტსა” და Vsource Educational Consultants-ს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში.

ინდოეთში დაგეგმილი ვიზიტის მიზანი გახლდათ კვსუ-ის წარდგენა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული აბიტურიენტებისა და მათი მშობლებისათვის.

ვიზიტი საკმაოდ წარმატებული იყო. ვიზიტის ფარგლებში პროფესორი არჩილ უნდილაშვილი, ასევე, საკონსულტაციო ოფისების თანამშრომლებს შეხვდა და მათი მუშაობის პრინციპებს გაეცნო.

„კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი” შეიქმნა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლასთან თანამშრომლობით და გთავაზობთ ამერიკულ, USMLE-ზე (აშშ სამედიცინო ლიცენზირების გამოცდაზე) დაფუძნებულ სამედიცინო კურიკულუმს საქართველოში.

პროფესორი არჩილ უნდილაშვილი მიწვეული იყო Vsource Educational Consultants-ის დირექტორის, საი სივანგ კამინენის მიერ. კომპანია წარმოადგენს კვსუ-ის საგანმანათლებლო პროგრამებს ინდოეთში.

© 2021 KWIU