2021 წლის 20 სექტემბერს „კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ადმინიტრაციის ორგანიზებით ჩატარდა პრაქტიკული ტრენინგი ინტერნაციონალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით. ტრენინგს უძღვებოდა ირმა გრძელიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, EUA CDE კომიტეტის წევრი, უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი (HERE), ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი.
„კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ადმინისტრაციის მხრიდან, უნივერსიტეტის და ფაკულტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ კვსუ-ის სამედიცინო განათლებისა და მეცნიერების განვითარების სამსახურის, ასევე, საერთაშორისო ურთიერთობის, სტრატგეგიული განვითარებისა და ადამიანური რესურსების სამსახურის წარმომადგენლები.
Შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფს ქალბატონმა ირმა გრძელიძემ წარუდგინა ინტერნაციონალიზაციასთან დაკავშირებით მსოფლიოში არსებული თანამედროვე მიმართულებები, მათ შორის კოვიდპანდემიის პირობებში. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა მცირე სამუშაო ჯგუფებში დასახეს სამუშაო გეგმა კონკრეტული მიმართულებებით.
შეხვედრა მიმდინარეობდა ინტერაქტიულ გარემოში. Აღსანიშნავია, რომ განიხილეს „კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის” სტრატეგია ინტერნაციონალიზაციასთან დაკავშირებით და იმსჯელეს როგორც სამოქმედო გეგმაში დასახული ღონისძიებების შესრულების, ასევე დღევანდელი მოთხოვნების შესაბამისად სამოქმედო გეგმაში გასათავლისწინებელი ცვლილებების შესახებ.