კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის საორიენტაციო კვირეულის ფარგლებში, სტუდენტებს სამედიცინო განათლებისა და კვლევის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი შეხვდა და აკადემიური ქცევის ფორმასა და პლაგიატის აღქმაზე ესაუბრა. შეხვედრის დროს მან ისაუბრა სტუდენტთა კეთილდღეობის შესახებაც, რაც გულისხმობს მედიცინის სტუდენტებში გახშირებულ პრობლემებს: დაღლილობას, დეპრესიას, გადაწვას, შფოთვას და სტრესს, ასევე, გონებრივი თუ ფიზიკური მდგომარეობის ხარისხს და ა.შ. პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა, ასევე, ისაუბრა ღირსების კოდექსზე, მაღალ ეთიკურ სტანდარტებზე, რომლებიც აუცილებელია სამედიცინო საქმიანობისთვის.