კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ახალი ამბები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა

2022-10-26

ქართული ენა - ერთ-ერთი უძველესი მსოფლიოში

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, საორიენტაციო კვირეულის ფარგლებში, შესავალი ლექცია ჩატარდა თემაზე - „ქართული ენა - ერთ-ერთი უძველესი ენა მსოფლიოში”. ლექციას უძღვებოდა კვსუ-ის ასოცირებული პროფესორი სალომე ძიძიგური.

სალომე ძიძიგური: „ქართული ენა ითვლება ერთ-ერთ უძველეს სასაუბრო ენად მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ენობრივი თვალსაზრისით საკმაოდ უნიკალური და საინტერესო ენაა, მთავარი მიზეზი, რის გამოც კვსუ-ის საერთაშორისო სტუდენტებს ვასწავლით ქართულ ენას, ისაა, რომ მივცეთ სტუდენტებს საკომუნიკაციო უნარები, რითაც დავეხმარებით, აქტიურად ჩაერთონ კლინიკურ პრაქტიკაში უნივერსიტეტში სწავლის განმავლობაში. საუბრისა და მოსმენის უნარებზე მუშაობა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, დაამყარონ კონტაქტი ქართველ პაციენტებს და მიიღონ ძირითადი ინფორმაცია უშუალოდ მათგან. ქართული ენის ცოდნა საერთაშორისო სტუდენტებს ეხმარება ძირითადი პროფესიული და სოციალური კონტაქტების დამყარებაში და ხელს უშლის, იყვნენ მხოლოდ პასიური დამკვირვებლები".

© 2021 KWIU