კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ახალი ამბები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა

2022-11-24

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება - პროფესორ აპოლონ მესხის შეხვედრა კვსუ-ში

2022 წლის 14 ნოემბერს, კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში მორიგი შეხვედრა-ტრენინგი გაიმართა. ამჯერად უნივერსიტეტის პროფესორი აპოლონ მესხი აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებაზე ესაუბრა.

პროფესორ აპოლონ მესხს უდიდესი გამოცდილება აქვს დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლების მიმართულებით: იგი 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უშუალოდ იყო ჩართული სამედიცინო განათლებაში სწავლებისა და შეფასების იმ მეთოდების დანერგვასა და განხორციელებაში, რომლებიც დღეისათვის მთელ მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება. მაგალითად, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL) და ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE).

პროფესორ აპოლონ მესხის დიდი გამოცდილება და პირადი მაგალითები ძალზე საინტერესო აღმოჩნდა კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის: დაისვა უამრავი შეკითხვა, გაიმართა მსჯელობა და კამათი, ამასთან, დაიბადა სამომავლოდ განსახორციელებელი არაერთი იდეა.

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი მადლობას უხდის პროფესორ აპოლონ მესხს ჩატარებული შეხვედრისათვის.

© 2021 KWIU