კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ახალი ამბები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა

2022-12-19

საგანმანათლებლო გამოფენა 2022 ახალ დელიში, ინდოეთში

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საგანმანათლებლო გამოფენაში, რომელიც ჩატარდა ნიუ დელიში, ინდოეთის დედაქალაქში 3 დეკემბერს. ექსკლუზიური გამოფენა საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების ოფიციალური მონაწილეობით ორგანიზებული იყო ინდოეთში საქართველოს საელჩოს მიერ.

ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის (აშშ, ატლანტა) საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორმა, არჩილ უნდილაშვილმა და KWIU-ის გუნდის სხვა წევრებმა დამსწრე საზოგადოებას სტომატოლოგიისა და მედიცინის პროგრამები წარუდგინეს. აპლიკანტებმა და მათმა მშობლებმა მიიღეს ინფორმაცია ახლადდაარსებული უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების, მიზნების, გეგმებისა და იმ სხვადასხვა შესაძლებლობების შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომია კვსუ-ის სტუდენტებისთვის. კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი აპლიკანტებს სთავაზობს მსოფლიო დონის იმ საგანმანათლებლო ხარისხს, რაც აუცილებელია თანამედროვე პროფესიონალებისთვის. ინდოეთის მოქალაქეებმა, აგრეთვე, მიიღეს ინფორმაცია კვსუ-ის კლინიკური საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამების, USMLE-ის მოსამზადებელი კლასების, გრანტებისა და სტიპენდიების, კარიერული ქოუჩინგის სისტემის, უნივერსიტეტის მაღალტექნოლოგიური კლინიკების, ლაბორატორიების, ბიბლიოთეკის, ასევე სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ადამიანური რესურსების შესახებ.

საქართველოს უნივერსიტეტების საგანმანათლებლო ბაზრობა იგეგმება ინდოეთის რესპუბლიკის სხვადასხვა რეგიონში 2023 წელს და დაინტერესებულ აუდიტორიას მიაწვდის ინფორმაციას იმ ყველა სახის შესაძლებლობის შესახებ, რაც ხელმისაწვდომია საერთაშორისო სტუდენტებისათვის საქართველოში.

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის ოფიციალური წარმოდგენილი ინდოეთში კომპანია Vsource Educational Consultants-ია. ვრცხლად კომპანიის შესახებ: https://vsourceadmissions.com/KenwalkerUniversity

© 2021 KWIU