კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ახალი ამბები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა

2023-03-16

ემორის უნივერსიტეტის პროფესორების ლექცია პროფესიონალიზმზე

ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორებმა, კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეგიდით, კვსუ-ის სტუდენტებისთვის ჩაატარეს ლექცია თემაზე პროფესიონალიზმი.

ინტერაქტიული შეხვედრის დროს განიხილეს თემები, რომლებიც დაკავშირებულია დროის მართვასთან და სამედიცინო სტუდენტების სხვა გამოწვევებთან.

გორდონ ჩერჩვორდმა, ემორის უნივერსიტეტის ასისტენტ-დეკანმა, მირკობიოლოგიისა და იმუნოლოგიის პროფესორმა, თავის კოლეგებთან, - მერი ჯო ლეკოვიჩთან, ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის პროფესორთან და დუგლას ანდერთან, გადაუდებელი მედიცინის პროფესორთან ერთად, სტუდენტებს ამ კუთხით თავისი გამოცდილება გაუზიარა.

ემორის უნივერსიტეტის პროფესორებსა და კვსუ-ის სტუდენტებს შორის ლექციის თემის განხილვა შეხვედრის შემდეგაც გაგრძელდა.

© 2021 KWIU