კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ახალი ამბები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა

2023-05-10

იმუნიზაციის კვირეული - მინი კონფერენცია

იმუნიზაციის მსოფლიო კვირეული, რომელიც აღინიშნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აპრილის ბოლო კვირაში, მიზნად ისახავს ვაქცინაციის მნიშვნელობის ხაზგასმას, რათა მსოფლიოს ყველა ასაკის მოსახლეობა იყოს დაცული სხვადასხვა დაავადებებისგან ვაქცინაციის გამოყენებით.
მსოფლიო იმუნიზაციის კვირეულს შეუერთდნენ კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებიც. კვსუ-ში ჩატარდა მინი-კონფერენცია იმუნიზაციის თემაზე. KWIU-ის სტუდენტებმა მოამზადეს რამდენიმე პრეზენტაცია იმუნიზაციის ისტორიასა და მნიშვნელობასთან დაკავშირებით.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მოწვეულმა თანამშრომლებმა სტუდენტებს გაუზიარეს ინფორმაცია საქართველოში ვაქცინაციის პროცესთან და მთავარ გამოწვევებთან დაკავშირებით Covid 19-ის დროს და მის შემდეგ.

© 2021 KWIU