ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ასისტენტ-დეკანი, მიკრობიოლოგიისა და იუნოლოგიის პროფესორი გორდონ ჩერჩვორდი, კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუმრობისას გაუძღვა ლექციას პროფესიონალიზმის შესახებ.
კვსუ-ის სტუდენტებთან შეხვედრისას პროფესორმა ჩერჩვორდმა განიხილა ისეთი თემები, რომლებიც დაკავშირებულია დროის მენეჯმენტთან, საქმის ერთგულებასთან, პროფესიონალიზმთან, ჩაცმის კოდთან, სტრესის მართვასთან და მედიცინის სტუდენტების სხვა გამოწვევებთან.
შეხვედრის დიდი ნაწილი დაეთმო გამოცდილების და რჩევების გაზიარებას.