კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ახალი ამბები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა

2023-10-10

საორიენტაციო კვირეული 2023 შეხვედრა ადმინისტრაციასთან

9 ოქტომბერს კენ ვოლკერის საერთასორისო უნივერსიტეტში პირველსემესტრელი სტუდენტებ ისთვის საორიენტაციო კვირეული დაიწყო.
პირველ დღეს კვსუ-ის სტუდენტები გაეცნენ კამპუსს, უნივერსიტეტის სერვისებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს და შეხვდნენ თანაკლასელებს.
საორიენტაციო კვირეულის ფარგლებში ახალ სტუდენტებს ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი, პროფესორი არჩილ უნდილაშვილი შეხვდა. ამ შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტების ინფორმირება ემორის უნივერსიტეტსა და კენ ვოკერისსაერთაშორისო უნივერსიტეტს შორის არსებული საგანმანათლებლო და გაცვლითიშესაძლებლობების შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომია კვსუ-ის სტუდენტებისთვის. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ატლანტაში გაცვლითი პროგრამები მოიცავს: კლინიკურ სწავლებას (კლერკშიფს, ელექტივებს), შესავალ სემინარებს და აკადემიურ სესიებს ემორის უნივერსიტეტისმედიცინის სკოლაში და პარტნიორ ჯანდაცვის დაწესებულებებში.
ორიენტაციის კვირეული სოციალური და აკადემიური აქტივობების პროგრამა, რომელიც სპეციალურად შექმნილია სტუდენტების ცხოვრებისა და სწავლის გასაცნობად კვსუ-ში.
კვირეული იწყება სასწავლო სესიამდე ერთი კვირით ადრე და მოიცავს რამდენიმე აქტივობის სერიას: გაცნობითს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, სამუშაო და საინფორმაციო შეხვედრებს და სხვა. ამგვარი აქტივობები, განსაკუთრებით საერთაშორისო სტუდენტებს, ეხმარება დაიმკვიდრონ თავი კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში სასწავლო წლის დაწყებამდე.

© 2021 KWIU