კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ახალი ამბები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა

კვსუ-ი ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის ინსტიტუციური წევრი გახდა

ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაცია მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. Ამ ქვეყნების უმაღლესი საგანამანათლბლო დაწესებულებების აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალს და სტუდენტებს კი აძლევს საუკეთესო შესაძლებლობას გამოცდილების გაზიარების, სიახლეების დანერგვის, ერთობლივი პროექტების დაგეგმვის და ა.შ საერთაშორისო კონფერენციებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის გზით.
Საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერება „კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის" სტრატეგიული გეგმის პრიორიტეტული ნაწილია. ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციასთან თანამშრომლობა უნივერსიტეტის საზოგადოებას კარს უხსნის ევროპული და მსოფლიო მედიცინის განათლებაში აქტიური მონაწილეობისაკენ.




© 2021 KWIU