საორიენტაციო კვირეულის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველსემესტრელი სტუდენტებისთვის შესავალი ლექცია ჩატარდა თემაზე - „ქართული ენის მნიშვნელობა”. ლექციას უძღვებოდა კვსუ-ის ასოცირებული პროფესორი სალომე ძიძიგური.
ქართული ენა ერთ-ერთი უძველესი სასაუბრო ენაა მსოფლიოში. მთავარი მიზეზი, რის გამოც კვსუ-ის საერთაშორისო სტუდენტები სწავლობენ ქართულ ენას ისაა, რომ მიეცეთ მათ საკომუნიკაციო უნარები, რათა გაუადვილდეთ, აქტიურად ჩაერთონ კლინიკურ პრაქტიკაში უნივერსიტეტში სწავლის განმავლობაში. საუბრისა და მოსმენის უნარებზე მუშაობა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, დაამყარონ კონტაქტი ქართველ პაციენტებთან და მიიღონ ძირითადი ინფორმაცია უშუალოდ მათგან