კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივესიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმღვანელი, ნინო შიუკაშვილი და უნივერსიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი, ერეკლე კალატოზიშვილი ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (Association of Medical Schools in Europe - AMSE) ყოველწლიურ კონფერენციაზე იმყოფებოდნენ. კონფერენციას 5-7 ოქტომბერს რუმინეთი, ქ. იაშში მასპინძლობდა.
კონფერენციის მთავარი თემა იყო „ციფრული ტრანსფორმაცია ჯანდაცვაში: პაციენტის მოვლა, სწავლება და კვლევა". აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში კვსუ-ის პერსონალმა წარადგინა ზეპირი მოხსენება - „როგორია მასწავლებელთა მზაობა სამედიცინო განათლებაში დიგიტალიზაციის გამოწვევების საპასუხოდ – მასწავლებელთა 360 გრადუსიანი შეფასება”. მოხსენება საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა და აღნიშნული კვლევის შედეგების შესახებ დისკუსიები მოხსენების დასრულების შემდეგაც გაგრძელდა.
კენ ვოკლერის საერთაშორისო უნივერსიტეტი აგრძელებს აქტიურ კვლევით საქმიანობას სამედიცინო განათლების მიმართულებით და მიღებულ შედეგებს გაუზიარებს პროფესიულ საზოგადოებას.