კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ახალი ამბები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა

2023-11-03

კვსუ „ააშენე საქართველოს" მონაწილეა

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ანა ტრაპაიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პროექტის „ააშენე საქართველოს“ მეორე ნაკადის მონაწილეა.
პროექტის მიზანია, სხვადასხვა სფეროში წარმატებული ლიდერების და წამყვანი ექსპერტების ჩართულობა საქართველოში მიმდინარე პროცესებში და ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ერთობლივად შემუშავება.
პროექტის პირველი დიალოგი 2023 წლის 19 - 22 ოქტომბერს აკადემიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ახალგაზრდული გაერთიანებების, ბიზნესის, რელიგიური ორგანიზაციებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა. შეხვედრის სამუშაო თემა იყო საქართველოს დეცენტრალიზაცია და რეგიონული განვითარება, ხოლო ფორმატი ითვალისწინებდა მოცემულ თემაზე სექტორული რეკომენდაციების მომზადებასა და ამ რეკომენდაციების სექტორებს შორის შეჯერებას.

© 2021 KWIU