კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ახალი ამბები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა

2023-12-07

პროფესორებს ჯუნ კილინგს, პოლ ჰოროქსს და სარა ენსლის კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორების ტიტული მიენიჭათ

კილის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორ პოლ ჰოროქსს (პრეკლინიკური სწავლების ხელმძღვანელი ), ამავე სკოლის პედაგოგსა და მკვლევარს სარა ენსლის და პროფესორ ჯუნ კილინგს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორების ტიტული მიენიჭათ. კილის უნივერსიტეტის დელეგაცია მიმდინარე წლის განმავლობაში კვსუ-ს უკვე მეორედ ესტუმრა. ვიზიტის მიზანი ურთიერთთანამშრომლობის შემდგომი ეტაპების დაგეგმვა და ახალი პროექტების შესახებ მსჯელობა იყო.
კილის დელეგაციის წევრები კვსუ-ის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალსაც შეხვდნენ და იმ ნაბიჯების შესახებ ისაუბრეს, რამაც შეიძლება მედიცინის პროგრამის შემგომი გაუმჯობესება გამოიწვიოს. მნიშვნელოვანია, რომ კილის უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამა პრობლემაზე ორიენტირებულ სწავლებაზეა აგებული. შესაბამისად, ბრიტანელმა კოლეგებმა ამ მეთოდის სიკეთესა და განხორციელების სიძნელეებზე ისაუბრეს პროგრამის განვითარების გადმოსახედიდან.
კილის უნიევრსიტეტისა და კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის შემდგომი ურთიერთობის ერთ-ერთი რგოლი საგანმანათლებლო პროგრამებში სწორედ პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების განვითარება იქნება.
ვულოცავთ ჩვენს ბრიტანელ კოლეგებს ამ საპატიო წოდებას და მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ!

© 2021 KWIU