კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს, მათივე ორგანიზებულ ორდღიან ფეხბურთის ტურნირში, რომელიც ამიერიდან ყოველ წელს გაიმართება.
ტურნირის ფარგლებში კვსუ-ის გუნდები ერთმანეთს ჩემპიონატის თასისთვის ეჯიბრებოდნენ.
9 დეკემბერს, პირველ დღეს, ტურნირმა შესარჩევ გუნდებს უმასპინძლა:
United FC VS Blue Lock FC
Eagles FC VS Power FC
City FC VS Blue Lock FC
Stars FC VS Power FC
შესარჩევი გუნდების თამაშს ესწრებოდა პროფესორი არჩილ უნდილაშვილი, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი.
10 დეკემბერს, მეორე დღეს კი გაიმართა ფინალური თამაში კვსუ-ის შემდეგ გუნდებს შორის:
United FC და Power FC
City FC და Eagles FC
საფეხბურთო ტურნირში მე-3 ადგილი Power FC-ის გუნდმა დაიკავა. ფინალური შეჯიბრი United FC და Power FC -ის შორის გაიმართა. ტურნირის მე-2 ადგილი ერგო City FC-ის. ტურნირის პირველი ადგილი კი United FC-იმ და მისმა მოთამაშეებმა მოიპოვეს: ხალიდ მოჰამმედმა, აბდულ აზიზ ხალეელულლაჰმა, აბდულლაჰ ომერმა, საიდ ზაიდმა, აჰმედ ფაიზმა, ებინ სჰიჯო პაულ სინგჰმა.
საფეხბურთო ტურნირის დასასრულს, თასის გადაცემის ცერემონია გაიმართა. კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამსახურისა და მხარდაჭერის ოფისის ხელმძღვანელმა ნინი ზარდიაშვილმა გუნდის მოთამაშეები სამახსოვრო მედლებით დააჯილდოვა და 2023 წლის ტურნირის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა - თასები გადაეცათ: საუკეთესო გოლის ავტორს ხალიდ მუჰამედს, საუკეთესო მოთამაშეს - აბდულა ომერს, ტურნირის საუკეთესო მეკარეს - დიგვიჯაი კუმარ ბისვასს. ტურნირის სოლიდური თასი გადაეცა კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფეხბურთის შეჯიბრის გამარჯვებულ გუნდს - United FC-ის.
კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული გუნდისა და სტუდენტების გადაწყვეტილებით, 2-დღიანი ჩემპიონატის მწვრთნელები სიგელებით დაჯილდოვდნენ. კვსუ-ის ადმინისტრაცია და სტუდენტები მადლობას უხდიან ტურნირის მწვრთნელს, გიორგი თორდიას და მსაჯს, გიორგი სურმავას , კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის ფიზიკურ თერაპევტებს, სურმავას წლის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ღონისძიების ორგანიზებასა და წარმართვაში დახმარებისათვის.
ტურნირის ბოლოს შესანიშნავი იყო KWIU-ის სტუდენტების ერთობლივი ზეიმის ხილვა, თუ როგორ აღნიშნავდნენ თავიანთ მიღწევებს და იღებდნენ დამსახურებულ მილოცვებს. კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი მხარს უჭერს სტუდენტების მიერ წამოწყებულ ნებისმიერ სპორტულ აქტივობას.