კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ახალი ამბები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა

2023-12-22

გულ-ფილტვის რეანიმაციის ტრენინგი ქართულ-ამერიკულ სკოლაში

კვსუ-ის გადაუდებელი დახმარების ტრენინგი, ქართულ-ამერიკული სკოლის X2 კლასის მოსწავლეების ინიციატივით, სამოქალაქო განათლების გაკვეთილის ფარგლებში დაიგეგმა აღნიშნული საგნის მასწავლებლის, სოფიო ბაჩილავას უშუალო ჩართულობით.

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორების, მარიამ ფესტვენიძის (MD), დავით კალმახელიძის (MD) და მედიცინის დამამთავრებელი კურსის სტუდენტის, ელენე ფესტვენიძის ზედამხედველობით, მოსწავლეები დაეუფლნენ CPR-ის მარტივ, მაგრამ აუცილებელ უნარებს სპეციალიზებული მანეკენების გამოყენებით.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო შიუკაშვილმა და სტუდენტური სერვისებისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინი ზარდიაშვილმა ტრენინგში აქტიური ჩართულობისთვის მოსწავლეები და მასწავლებლები სერტიფიკაცებით დააჯილდოვეს.

სკოლებში გულ-ფილტვის არაპირდაპირი მასაჟის (CPR) სწავლების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სარგებელი ქვეყნის მასშტაბით იმ მოქალაქეთა რიცხოვნების გაზრდაა, რომელთაც სასწრაფო დახმარების მოსვლამდე შეუძლიათ პირველადი გადაუდებელი დახმარების გაწევა მოქალაქისთვის გულის გაჩერების დროს. ვინაიდან გულის გაჩერება სიკვდილიანობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია მსოფლიოში, CPR-ის ტრენინგები მოსახლეობაში ამაღლებს ცნობადობას გულის ჯანმრთელობის და მასთან დაკავშირებული რისკების შესახებ.

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი მიესალმება ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეების ინიციატივას და მომავალშიც აუცილებლად განაგრძობს ტრენინგების ჩატარებას, რათა მოსახლეობაში გაიზარდოს პირველადი დახმარების შესახებ ცოდნა და შესაბამისი უნარები.

© 2021 KWIU