კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ახალი ამბები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა

2024-01-06

შეხვედრა ემორის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის წარმომადგენლებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ემორის უნივერსიტეტის ასისტენტ-დეკანი, მიკრობოლოგიისა და იმუნოლოგიის პროფესორი გორდონ ჩერჩვორდი და ემორის უნივერსიტეტის ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მერი ჯო ლეკოვიჩი.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უნივერსიტეტის მიღწევების მნიშვნელოვან ასპექტებზე როგორიცაა კვლევები სამედიცინო განათლებაში, საზოგადოების მსახურება, ფაკულტეტის განვითარება, უნივერსისტეტის აიტი სერვისების და ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურების შემდგომი განვითარება.
ემორის უნივერსიტეტის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიაში და წვლილი შეიტანეს სამომავლო სამიზნე ნიშნულების დაგეგმვაში.
კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი უზიარებს მიღწევებს და აგრძელებს აქტიურ ურთიერთობას მის სტრატეგიულ პარტნიორთან, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლასთან.

© 2021 KWIU