სამუშაო შეხვედრა - სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება
„კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის” აკადემიური და მოწვეული პერსონალის მონაწილეობით მორიგი სამუშაო შეხვედრა-ტრენინგი გაიმართა. შეხვედრის ორგანიზება მედიცინისა და სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელების ინიციატივით მოხდა. შეხვედრის მთავარი თემა იყო მედიცინისა და სტომატოლოგიის პროგრამებში სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მიდგომებისა და მეთოდების შესახებ მსჯელობა.
რა მოიაზრება ტერმინში ,,რთული სტუდენტი”, რა მეთოდები შეიძლება გამოვიყენოთ მათი მართვისას, როგორ გავუადვილოთ მათ პროგრამით დასახული მიზნების მიღწევა, რას გულისხმობს სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება და რა მიდგომები არსებობს ამ მხრივ მსოფლიოში.
აკადემიური და მოწვეული პერსონალის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სტუდენტზე ორიეტირებული მეთოდების პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობამ. დაიგეგმა შემდგომი სამუშაო შეხვედრების თემატიკაც.