ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) დელეგაცია,
პოლკოვნიკ ელი ლოზანოს ხელმძღვანელობით, ემორის უნივერსიტეტის
პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ დაწესებულებებს სტუმრობდა. ვიზიტის
მიზანი იყო ჩვენს ქვეყანაში კვლევისა და განათლების სფეროებში
თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა და გაძლიერება.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ეწვივნენ კენ ვოლკერის
საერთაშორისო უნივერსიტეტს, დაათვალიერეს სასწავლო
ინფრაქსტრუქტურული გარემო და კამპუსის მიმდინარე მშენებლობის პროცესი.
დელეგაციას უმასპინძლა პროფესორმა არჩილ უნდილაშვილმა, ემორის
უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების
დირექტორმა და ემორი-საქართველოს პარტნიორობის ხელმძღვანელმა.
ვიზიტის დასასრულს, პროფესორმა არჩილ უნდილაშვილმა წარადგინა
პრეზენტაცია ემორი-საქართველოს 30-წლიანი პარტნიორობის შესახებ და ხაზი
გაუსვა ამ თანამშრომლობის მნიშვნელოვან წვლილს ქვეყნის ჯანდაცვისა და
სამედიცინო განათლების სფეროების განვითარების მიმართულებით.