2023 წლის 19-22 დეკემბერს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ "ლაბორატორიულ კვირეულში". კვირეულის განმავლობაში, მენტორების ზედამხედველობით, სტუდენტებმა შეასრულეს დამოუკიდებელი ლაბორატორიული სამუშაოები შემდეგ საგნებში: მიკრობიოლოგია, ჰისტოლოგია, ორგანული ქიმია და ბიოფიზიკა.
ლაბორატორიული კვირეულის ყოველი დღე იყო განსხვავებული და მრავალფეროვანი. სტუდენტებმა წარმატებით გამოიყენეს ამ დრომდე მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში და გამოავლინეს ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარების შთამბეჭდავი უნარები.
კვირეულის განმავლობაში სხვადასხვა საგანში სტუდენტები მუშაობდნენ როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად. ლაბორატორიული კვირეულის ბოლოს ჩატარდა კიდევ ერთი აქტივობა - შეჯიბრი ჰისტოლოგიაში, ქსოვილოვანი პრეპარატების სწორად ამოცნობაში. შეჯიბრის შედეგადაც გამოვლინდა გამარჯვებული, კვსუ-ის სტუდენტი, აჰმედ იასირი, რომელიც დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით.
აღნიშნული აქტივობა გამოირჩეოდა სტუდენტების მაღალი ინტერესით და შესანიშნავი უკუკავშირით. ლაბორატორიულ კვირეულში მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცა სერთიფიკატი.
კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ლაბორატორიული სამსახურის ხელმძღავანელს, ქალბატონ ნინო გოგოხიას და მის თანამშრომლებს - ლელა ზივზივაძესა და ნიკოლოზ მიქელაძეს აღნიშნულ კვირეულში მონაწილეობისა და პროფესიული თანადგომისთვის.