კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ახალი ამბები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა

2024-03-29

ინდოეთის კონსული კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია

27 მარტს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ინდოეთის კონსულის, ბნ. ადიტია კუმარ პანდეის მნიშვნელოვან ვიზიტს უმასპინძლა.
ბატონი პანდეი შეხვდა კვსუ-ის რექტორს და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებს, რათა განეხილა თანამშრომლობის შესაძლებლობები საკონსულოსა და უნივერსიტეტს შორის სამომავლო კავშირების გასაძლიერებლად.
შეხვედრის დროს ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორმა, პროფესორმა არჩილ უნდილაშვილმა, წარმოადგინა შემაჯამებელი პრეზენტაცია უნივერსიტეტის შესახებ, სადაც ყურადღება გაამახვილა სასწავლო პროგრამების ძლიერ მხარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან დაგეგმილ ინიციატივებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ პოლკოვნიკი მარკ ჰარტელი, კონგრესის მიერ მართული სამედიცინო კვლევების პროგრამების დირექტორის მოადგილე და ემორის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, - ასოცირებული დეკანი, პროფესორი ჯოელ ფელნერი და ასისტენტ-დეკანი, პროფესორი გორდონ ჩერვარდი.
კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ეკა ეკალაძემ შეხვედრაზე ისაუბრა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაზე. დიპლომირებული მედიკოსის პროგრამამ მიიღო აკრედიტაცია 2021 წელს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) სტანდარტების მიხედვით (იხ. ბმულები: https://eqe.ge/ka/decisions/12031/show და https://shorturl.at/pEJKO ). უნივერსიტეტი ინარჩუნებს საერთაშორისო აკრედიტაციას და მუდმივად ცდილობს სამედიცინო განათლების გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისობას. ამ კუთხით, კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი იღებს მუდმივ მხარდაჭერას ემორის უნივერსიტეტისა (აშშ, ატლანტა) და საქართველოში მოქმედი სხვადასხვა ამერიკული ორგანიზაციების მხრიდან. აღნიშნული თანამშრომლობის დასტურია ემორის დელეგაციის მიმდინარე ვიზიტი კვსუ-ში, დაგეგმილი სამუშაო შეხვედრები და ღონისძიებები, რომელიც მიმართულია სამედიცინო განათლების ხარისხის ამაღლებისაკენ.
ბატონმა ადიტია კუმარ პანდეიმ, ინდოეთის კონსულმა, ისარგებლა შემთხვევით და უშუალო შეხვედრა გამართა კვსუ-ის სტუდენტებთან, უპასუხა მათ შეკითხვებს და გამოხატა განსაკუთრებული მხარდაჭერა მათი აკადემიური საქმიანობის მიმართ.
სომხეთსა და საქართველოში ინდოეთის საელჩოს წარმომადგენლის ვიზიტი კვსუ-ში იყო ძალიან პროდუქტიული და ინტერაქტიული. მხარეები შეთანხმდნენ ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებებზე. მსგავსი ტიპის ვიზიტები მნიშვნელოვანია აკადემიური წინსვლისა და საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებისათვის.


© 2021 KWIU