კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ახალი ამბები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა

2024-05-31

მსოფლიო თამბაქოს გარეშე

31 მაისს მსოფლიო თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩვენმა სტუდენტებმა წარადგინეს მათ მიერ მომზადებული მოკლე მეტრაჟიანი ვიდეოები, რომლის მიზანიც საზოგადოებაში თამბაქოს მავნებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
კვსუ-ის სტუდენტებმა, როჯა რაჯესვარი სრირამპრასად კორადამ და პარნიკა სჰიკილემ, ატჰენა ჯულიენნე ჯუნიო ენესიოსა და ტალა მაჰმოუდ ჰასსან მოჰამედ ალი საკრანთან ერთად, ვიდეო ნამუშევარში ხაზი გაუსვეს ისეთ კრიტიკულ საკითხებს, როგორიცაა ბავშვების დაცვის აუცილებლობა თამბაქოს სარეკლამო ინდუსტრიისგან და ნიკოტინის მავნე ზემოქმედება აქტიურ და პასიურ მწეველებში.
ვიდეო-პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა მნიშვნელოვანი დისკუსია, მონაწილეებმა დამსწრეებს გაუზიარეს თავიანთი შეხედულებები თამბაქოსთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე. გარდა ამისა, ადგილზე ჩატარებდა მცირე გამოკითხვა, რომელმაც აჩვენა, რომ დამსწრე საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იყო არამწეველი, რაც ძალიან სასიხარულო და საამაყოა!
გაეცანით ჩვენი სტუდენტების ნამუშევრებს თამბაქოსგან თავისუფალი სამყაროს პოპულარიზაციისთვის.

© 2021 KWIU