2021-10-11
ინსტიტუციური ეფექტიანობა და განვითარება - ჩვენი ხედვა და გეგმები
11 ოქტომბერს გაიმართა „კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ადმინისტრაციული ჯგუფის სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით ,,ინსტიტუციური მდგრადობა და განვითარება”. Შეხვედრა დაიგეგმა კვსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობის, სტრატეგიული განვითარებისა და ადამიანური რესურსების სამსახურის მიერ.
შეხვედრაში ხარისხის უზრუნველყოფის, სამედიცინო განათლებისა და კვლევის განვითარების, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ ფაკულტეტის დეკანი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი და უნივერსიტეტის რექტორი. Შეხვედრის ფასილიტატორი იყო ირმა გრძელიძე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, EUA CDE კომიტეტის წევრი, უმაღლესი განათლოების რეფორმის ექსპერტი (HERE), ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი.
Რას ნიშნავს ინსტიტუციური ეფექტიანობა და განვითარება? ვინ არის პასუხისმგებელი ამ ფუნქციაზე? Როგორია მსოფლიო გამოცდილება? Რა შიდა და გარე ფაქტორებია გასათვალისწინებელი ინსტიტუციური განვითარების გზაზე? - ეს არასრული ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომლებზედაც აქტიური მსჯელობა გაიმართა. განიხილეს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგია ინსტიტუციური განვითარების ჭრილში და იმსჯელეს სამოქმედო გეგმაში დამატებით გასათვალისწინებელი აქტივობების შესახებ.