კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ახალი ამბები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა

2024-06-11

კვსუ-ის სტუდენტები პრესტიჟულ კონგრესზე

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი შთაბეჭდილება მოახდინა კონგრესზე, სადაც ჩვენი სტუდენტები მონაწილეობდნენ სხვადასხვა სესიებში სამედიცინო სფეროს ცნობილ სახეებთან ერთად. სტუდენტებმა წარმოაჩინეს თავიანთი გამოცდილება და მიღწევები კვლევისა და ინოვაციების მიმართულებით.
კონგრესი აერთიანებდა 3 მნიშნელოვან თემატიკას: . ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის XIII ეროვნული კონგრესს,
. ასთმის და ფქოდის IX ევროპული კონგრესს,
. III საერთაშორისო კონგრესს - „კორონავირული ინფექცია (COVID-19):
პრევენცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია.
მომხსენებლებმა და ექსპერტებმა ღონისძიებაზე განიხილეს ისეთი კრიტიკული თემები, როგორიცაა აივ ინფექცია, ალერგია, კიბოს იმუნოლოგია და იმუნოთერაპია.
კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, პროფესორ- მასწავლებლებისა და მენტორების ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს უახლესი კვლევის შედეგები სხვადასხვა თემაზე, რამაც წარმოაჩინა სტუდენტების მაღალი დონის პროფესიონალიზმი კვლევების მიმართულებით.
კვსუ-ის სტუდენტების აქტიური მონაწილეობა კონფერენციის პარალელურ სესიებში (რომლებიც განკუთვნილი იყო როგორც სტუდენტების, ისე ფაკულტეტის წევრებისათვის), ხაზს უსვამდა უნივერსიტეტის მისიას, აღზარდოს მომავალი პროფესიონალები სამედიცინო სფეროსთვის. კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ეკა ეკალაძემ შეაფასა სტუდენტების ნაშრომები და ხაზი გაუსვა მსგავსი კონფერენციების მნიშვნელობას მათი კარიერის ჩამოყალიბებაში. „სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა აუცილებელია ჩვენი სტუდენტების ადრეული კარიერული განვითარებისთვის. ეს არა მხოლოდ აწვდის მათ სამედიცინო მიღწევებში მიმდინარე სიახლეებს, არამედ ნერგავს ცოდნის გაზიარებას და წარმოაჩენს მათ სამედიცინო საზოგადოების აქტიურ წევრებად”, - აღნიშნა კვსუ-ის რექტორმა.
უნივერსიტეტი მოუთმენლად ელის მსგავს საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის შესაძლებლობებს, რათა სტუდენტებს მისცეს შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ სამედიცინო სფეროში და მის ფარგლებს გარეთ.

© 2021 KWIU