კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ახალი ამბები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა

2024-06-11

მსოფლიო წიგნის დღე

UNESCO-ს შესანიშნავი ინიციატივის საფუძველზე, ყოველწლიურად, 23 აპრილს, მსოფლიო წიგნის დღეს აღნიშნავს. აღნიშნული დღის მიზანია მსოფლიო მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი ბავშვებსა და ახალგაზრდებში, კითხვის წახალისება. ასევე, არსებული ლიტერატურის გაცნობა და ახალი შედევრების შექმნის ხელშეწყობა. გარდა ამისა, წიგნის დღე ემსახურება მსოფლიოში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, როგორც განვითარებისა და მშვიდობის შენარჩუნების ძირეული ასპექტების, გავრცელებას.
კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ- მასწავლებლებთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, საინტერესო დისკუსიებითა და მრავალფეროვანი სახალისო და კრეატიული აქტივობებით შეუერთდნენ მსოფლიოს წიგნის დღის აღნიშვნაში.
მსოფლიო წიგნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა ასოცირებულმა პროფესორმა ლაშა ქურდაშვილმა, რომელმაც სტუდენტებს გააცნო წიგნის დღის დაარსების ისტორია და ესაუბრა კითხვისა და განათლების მნიშვნელობაზე. შემდეგ კი თითოეულმა მონაწილემ მოკლედ ისაუბრა იმ ღირებულებებზე, რის გამოც რეკომენდაციას გაუწევდა თავის რჩეულ წიგნს.
ღონისძიების დასასრულს სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ მათთვის, როგორც მომავალი ექიმებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია კითხვა, როგორც სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალება.

© 2021 KWIU