კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ახალი ამბები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა

2024-06-11

ინდოეთის ელჩის ვიზიტი

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ინდოეთის ელჩს სომხეთსა და საქართველოში, ქალბატონ ნილაკში სინჰას უმასპინძლა. ვიზიტის მიზანი იყო საკონსულოსა და უნივერსიტეტის შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და კავშირების გაძლიერება.
3 მაისს, კვსუ-ში ვიზიტის პერიოდში, მისი აღმატებულება, ქალბატონი ნილაკში სინჰა შეხვდა ადმინისტრაციის წარმომადგენლებს: რექტორს, ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელს და სხვა ძირითად წარმომადგენლებს.
პროფესორმა არჩილ უნდილაშვილმა, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორმა, შეხვედრაზე წარმოადგინა ემორის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტების ამომწურავი მიმოხილვა აშშ-საქართველოს ურთიერთობების დაწყებიდან დღემდე, კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსებისა და განვითარების ჩათვლით. პროფესორმა არჩილ უნდილაშვილმა პრეზენტაციაზე ხაზი გაუსვა კვსუ-ის საგანმანათლებლო პროგრამების ძლიერ მხარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დაგეგმილ ინიციატივებს, უნივერსიტეტის განვითარების პროცესში მათთან თანამშრომლობის მნიშვნელობასა და შედეგებს. კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეხვედრის შემდეგ, ინდოეთის ელჩი, მისი აღმატებულება ქნ. ნილაქში სინჰა შეხვდა ინდოელ სტუდენტებს, სადაც განიხილა საელჩოს როლი, შესაძლებლობები და პასუხისმგებლობები. მან ხაზი გაუსვა არა მხოლოდ ცოდნის მნიშვნელობას თანამედროვე მსოფლიოში, არამედ მოუწოდა სტუდენტებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროცესში, გაცვლით პროგრამებსა თუ საერთაშორისო პარტნიორობაში.
ელჩი სტუდენტებს დაპირდა მხარდაჭერასა და დახმარებას, რაც მათ აკადემიურ მუშაობას კიდევ უფრო წაახალისებს. კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი გულწრფელ მადლობას უხდის მის აღმატებულებას, ინდოეთის ელჩს სომხეთსა და საქართველოში, ქნ. ნილაქში სინჰას ვიზიტისთვის.

© 2021 KWIU