2021-10-20
კვლევა სამედიცინო განათლებაში
20 ოქტომბერს გაიმართა „კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის" სამედიცინო განათლებისა და კვლევის დეპარტამენტის შეხვედრა უნივერსიტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან ონლაინ რეჟიმში. Შეხვედრის მიზანი იყო კვსუ-ის კვლევითი პრიორიტეტების შესახებ მსჯელობა კვლევის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად. დიდი ინტერესი გამოიწვია ქალბატონი რიმა ბერიაშვილის პრეზენტაციამ სამედიცინო განათლებაში და, ზოგადად, მედიცინის სფეროში კვლევის მიმართულებით მსოფლიოში არსებული შესაძლებლობების შესახებ.
Მიუხედავად იმისა, რომ კვსუ-ი სასწავლო უნივერსიტეტია, კვლევა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის დიდი გამოცდილება და პოტენციალი ამ მიმართულებით, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორობა სამედიცინო განათლებისა და ჯანდაცვის მიმართულებით კვლევების რეალურ საფუძველს ქმნის.
Მადლობას მოვახსენებთ კვსუ-ის Აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს აღნიშნულ შეხვედრაში აქტიური მონაწილეობისათვის!