კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ცოტა ხნის წინ უმასპინძლა სახანძრო უსაფრთხოების სწავლებას, რომელშიც მონაწილეობა მიიღო როგორც ადმინისტრაციულმა, ისე აკადემიურმა პერსონალმა.
ცნობილი იურიდიული კომპანიის - „პარტნიორის“ ორგანიზებით, ტრენინგს უძღვებოდნენ ინსტრუქტორები - პეტრე ექსეულიძე და ჯაბა ზერეკიძე.
მონაწილეებმა შეიძინეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ხანძრის პრევენციის, ევაკუაციის პროცედურებისა და ცეცხლმაქრების გამოყენების შესახებ, რაც უზრუნველყოფს სასწავლო შენობაში უფრო უსაფრთხო გარემოს ყველასთვის.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს იურიდიული კომპანია „პარტნიორისგან" სიმბოლური სერთიფიკატები გადაეცათ.