შპს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტარდება არჩევნები აკადემიური და
ფაკულტეტის საბჭოებში წევრთა არჩევის მიზნით.
არჩევნები ჩატარდება 2024 წლის 4 ოქტომბერს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში
(გუდამაყრის #4) 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
არჩევნებში ამომრჩევლის სახით მონაწილეობის მიღება შეუძლია უნივერსიტეტის ყველა
აკადემიურ პერსონალს (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი,
ასისტენტი).
ვაკანტური პოზიციები:
აკადემიური საბჭოში - 4 წლის ვადით:
o 2 პოზიცია - პრე-კლინიკური დეპარტამენტიდან:
o 2 პოზიცია - კლინიკური დეპარტამენტიდან:
o 2 პოზიცია - სტომატოლოგიის დეპარტამენტიდან;
მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის საბჭოში - 4 წლის ვადით:
o 2 პოზიცია - პრე-კლინიკური დეპარტამენტიდან:
o 2 პოზიცია - კლინიკური დეპარტამენტიდან:
o 2 პოზიცია - სტომატოლოგიის დეპარტამენტიდან;
კანდიდატთა რეგისტრაცია:
აკადემიური საბჭოს წევრი შეიძლება იყოს უნივერსიტეტის პროფესორი ან ასოცირებული
პროფესორი;
ფაკულტეტის საბჭოს წევრი შეიძლება იყოს უნივერსიტეტის პროფესორი, ასოცირებული
პროფესორი ან ასისტენტ-პროფესორი;
პირი ერთდროულად არ შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოსა და აკადემიური საბჭოს
წევრი.
კანდიდატთა რეგისტრაცია განხორციელდება 23-სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით.
კანდიდატებმა მატერიალური სახით ან ელ-ფოსტაზე: info@kwiu.edu.ge უნდა
წარმოადგინონ განაცხადი შემდეგი ფორმით:
https://docs.google.com/document/d/100zphrwwmmS6Bpq3csoi9Zv6MD15_XAn62eKyb5RMns/edit
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დამკვირვებლად დარეგისტრირდნენ არჩევნებამდე
არანაკლებ 5 დღით ადრე ელ-ფოსტაზე: info@kwiu.edu.ge მომართვის გზით (დამკვირვებელი არ
შეიძლება იყოს არჩევნებში კანდიდატად მონაწილე პირი).