კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო შიუკაშვილი 5-7 სექტემბერს მიმდინარე „კოგნიტური დარღვევების საერთაშორისო სიმპოზიუმზე” აუდიტორიის წინაშე მოხსენებით წარსდგა.
მისი მოხსენების ძირითადი თემა იყო „თვითშეფადების შეუსაბამობები მსუბუქი კოგნიტური დარღვევების მქონე პაციენტებში საქართველოში”.
ნინო შიუკაშვილის მოხსენება გაგრძელდა საკმაოდ საინტერესო პანელური დისკუსიით. სიმპოზიუმზე, რომელსაც ესწრებოდნენ დელეგატები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, აღნიშნულმა თემამ და მის ირგვლივ გამართულმა დისკუსიამ საუკეთესო შეფადება დაიმსახურა და პირველი ადგილის ჯილდო მოიპოვა.