კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს საგრანტო კონკურსს მცირე მასშტაბიან კვლევით პროექტებზე აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის
დაფინანსდება 5 შერჩეული პროექტი.
პირობები:
პროექტის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 12 თვე
პროექტის ბიუჯეტი მაქსიმუმ 5000 ლარი ერთ პროექტზე
პროექტის ტიპი: ეპიდემიოლოგიური კვლევა, ექსპერიმენტული კვლევა, მეთოდოლოგიური კვლევა, სხვა (მიუთითეთ)
მოთხოვნები:
კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის მინიმუმ 2 სტუდენტის ჩართულობა
კვსუ-ს აფილიაცია საგრანტო პროექტის შედეგების კომუნიკაციის პროცესში
შედეგების წარდგენა საერთაშორისო კონფერენციაზე/კონგრესზე/ფორუმზე საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ (მინიმუმ ერთი)
კვსუ-ს სამეცნიერო სამსახურთან შუალედური და საბოლოო შედეგების წარდგენა.
პროექტის საბოლოო შედეგების აბსტრაქტის სახით წარდგენა სამეცნიერო კვლევით ჟურნალში
საინფორმაციო დღეები:
17 ოქტომბერი; 16:00, კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა
22 ოქტომბერი; 17:00, ონლაინ შეხვედრა.
რეგისტრაციის ლინკი: https://forms.gle/xjqLmvqrFXfJJwv46
შერჩევის პროცესი:
განაცხადის მიღების პროცესი ორეტაპიანია:
პირველ ეტაპზე წარსადგენი საბუთები:
- აბსტრაქტი, რომელიც ხსნის კვლევის ორიგინალობასა და მიზანშეწონილობას (300-450 სიტყვა)
- პროექტის სავარაუდო პერიოდი (დაფინანსების დაწყების/დამთავრების პერიოდი)
- ბიუჯეტის მიმოხილვა (ხელფასები, შესყიდვები, კონფერენციის/სემინარის საფასური, გამოქვეყნების საფასური და სხვა)
მნიშვნელოვანი თარიღები: წარდგენა – 29 ოქტომბერი; უკუკავშირი- 4 ნოემბერი
წარდგენის მეილი: grants@kwiu.edu.ge
მეორე ეტაპზე წარსადგენი საბუთები:
- პროექტის დეტალური გეგმა
- მთავარი მკვლევარების რეზიუმე
- ბიუჯეტის დეტალური მიზნობრიობა
მნიშვნელოვანი თარიღები: წარდგენა – 30 ნოემბერი; უკუკავშირი - 14 დეკემბერი
წარდგენის მეილი: grants@kwiu.edu.ge