უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აცხადებს კონკურსს.
კონკურსის ფარგლებში აკადემიური საბჭოს მიერ კანდიდატი შეირჩევა და გამოვლინდება 2024 წლის 8 ნოემბერს.
დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობის განაცხადი და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ 2024 წლის 1-ელ ნოემბრამდე.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
• დოქტორის აკადემიური ხარისხი;
• უნივერსიტეტის პროფესორი;
• ხელმძღვანელობით ან/და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.
• მენეჯმენტის უნარები (გუნდის მართვა, ანალიტიკური აზროვნება, სტრატეგიული ხედვა, ეფექტური კომუნიკაცია).
• თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარები.
• ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე.