კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ახალი ამბები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა

2021-10-23

პრაქტიკული, კლინიკური და კომუნიკაციური უნარები სტომატოლოგიაში


23 ოქტომბერს სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელმა მანანა უსტიაშვილმა სტომატოლოგიის პროგრამის განმახორციელებელ პერსონალთან გამართა შეხვედრა. შეხვედრის ძირითადი თემატიკა მომავალი სტომატოლოგების პრაქტიკული, კლინიკური და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების გამომუშავების სტრატეგიებსა და მეთოდებს ეძღვნებოდა. ყურადღება გამახვილდა სტუდენტთა შეფასების მეთოდებზე აღნიშნული უნარ-ჩვევების გამომუშავებისას, როგორიცაა ობიექტურად სტრუქტურირებული პრაქტიკული გამოცდა (OSPE), ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE), სწავლება სტანდარტიზებული პაციენტის ჩართულობით, სწავლება სიმულაციურ ლაბორატორიაში და სხვ., ძირითადი აქცენტი გაკეთდა ობიექტურად სტრუქტურირებულ კლინიკურ გამოცდაზე, რადგანაც ამ უკანასკნელს პროგრამის სასწავლო კურსებში შეფასების კომპონენეტებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს.

სტუდენტების პრაქტიკული, კლინიკური და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ზრუნვა პროგრამის უპირველესი საზრუნავია. ამ კონცეფციას იზიარებს „კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ადმინისტრაციული, აკადემიური და მოწვეული პერსონალი - იმავეს მოითხოვს დასაქმების ბაზარიც.
© 2021 KWIU