კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი იწყება სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვით, ახალი ინიციატივებითა და განსახორციელებელი იდეებით.
სემესტრის დასაწყისში გვქონდა პატივი, გვემასპინძლა ჩვენი პარტნიორებისთვის აშშ-დან, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლისგან. პროფესორი გორდონ ჩერჩვორდი და პროფესორი მერი ჯო ლეკოვიჩი შეხვდნენ კვსუ-ის აკადემიურ და ადმინისტრაციულ გუნდებს. მათი ვიზიტი ეძღვნებოდა უნივერსიტეტის მიღწევების მიმოხილვას და მომავალი გეგმების განხილვას, განსაკუთრებით ჩვენი კვლევითი საქმიანობის გაღრმავების მიმართულებით. ძირითადი აქცენტი გაკეთდა ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების კვლევითი პოტენციალის განვითარებაზე. ემორის უნივერსიტეტსა და კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის პარტნიორობა გადამწყვეტია ამ ინიციატივების წარმართვაში, რაც
უზრუნველყოფს ჩვენი სტუდენტებისათვის უმაღლესი ხარისხის განათლების მიწოდებას და აკადემიური ზრდის შესაძლებლობებს. ემორისა და კვსუ-ის პარტნიორობა გადამწყვეტია ჩვენი ინიციატივებისა და გეგმების წინსვლისთვის. ერთობლივი თანამშრომლობისა და ინოვაციების ხელშეწყობით, ჩვენ ვაძლიერებთ უნივერსიტეტის აკადემიურ გარემოს, ვუზრუნველყოფთ, რომ ჩვენი სტუდენტები მიიღებენ უმაღლესი ხარისხის განათლებას და პიროვნული და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებს, რომელიც ამზადებს ჩვენს სტუდენტებს მომავალი წარმატებისთვის.