კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრულიად ახალ კამპუსში 1-ლი სემესტრის სტუდენტებისთვის ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
საორიენტაციო კვირეულის განმავლობაში სტუდენტები შეხვდნენ უნივერსიტეტის პერსონალს და აკადემიურ გუნდს, გაეცნენ აკადემიურ კალენდარს, სტუდენტების უფლებებს და მოვალეობებს, გაცვლით პროგრამებს და სტუდენტურ კლუბებს.
დღის ბოლოს მათ მონაწილეობა მიიღეს კამპუსის ეზოში დაგეგმილ მხიარულ აქტივობებში და უკეთ გაიცნეს ერთმანეთი.
კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს ვუსურვებთ წარმატებულ წელს!